logo
ENG

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები ტრამპის იმპიჩმენტისთვის კონსტიტუციურ საფუძველს განმარტავენ

08 დეკ 201911:48
3 წუთის საკითხავი
 
nnrlwf8x3qdgb0v.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცესი გრძელდება. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის  წევრები პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კონსტიტუციურ საფუძველს განმარტავენ. 55-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, წერია, რომ პრეზიდენტი ბოროტად სარგებლობს ძალაუფლებით და ეროვნულ ინტერესებს ღალატობს.

პარალელურად, ქვეყანაში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. ჯო ბაიდენმა ტვიტერზე ვიდეოკლიპი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრამპი მსოფლიო ლიდერების დაცინვის ობიექტია. ერთწუთიან კლიპში გასულ კვირას ნატოს სამიტზე მომხდარი შემთხვევაა ნაჩვენები, სადაც კანადის პრემიერი ტრამპის გამოსვლებთან დაკავშირებით ხუმრობს. კლიპში ტრამპისა და მსოფლიო ლიდერების შეხვედრების კადრებიც მოხვდა.  რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდეო თითქმის 7 მილიონმა ადამიანმა ნახა. 


close დახურვა