"არა რუსულ კანონს" - 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები 10:00 საათზე შეიკრიბებიან. პლენარული სხდომა, სადაც კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 12:00 საათიდან დაიწყება.
ასევე დაგეგმილია მარშები მთელი დღის განმავლობაში. 11:00 საათიდან მსვლელობას დაიწყებენ სტუდენტები ფილარმონიიდან.
***
14 მაისს პარლამენტი რუსული კანონის დამტკიცებას აპირებს.
დღეს, კანონი მესამე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კომიტეტი სულ 1 წუთს გაგრძელდა.
მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო მოწოდებების, დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მითითებებისა, რომ კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას რისკის ქვეშ აყენებს, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონს უკან არ გაიწვევენ.