logo
ENG



"ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟამ სტუმარ-მასპინძელი" - კობახიძე ხოშტარიასა და ზურაბიშვილზე

21 მაი 202312:42
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილსა და ელენე ხოშტარიას კიდევ ერთხელ ესხმის თავს - ის მათ შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლის კრიტიკის გამო "ბნელებს" უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ მათთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი.

"ქორწილის ჩაშლა, მითუმეტეს, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტულად რაიმე ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა, თავის დროზე, თქვენ იცით, სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში - მაშინ ზოგადად მსოფლიოში ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც.

ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი. მე მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს კობახიძე.

ამასთან, კობახიძე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას და აცხადებს, რომ არათუ სალომე ზურაბიშვილს არავინ "ეკითხება", რაზე ისაუბრეს, არამედ მას ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლებაც არ აქვს.

"ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ?! მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს ის ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო - ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართული ოცნების ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას - ეს არის რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს, მითუმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს.

მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებას, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ასევე, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით, მას პირდაპირ ბანერი უდევს საკუთარ Facebook-ზე, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება", - თქვა კობახიძემ.

19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება. 

ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.

მოგვიანებით, ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანან ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილისთვის ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები. ფორმულას ინფორმაციით, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლ


close დახურვა