ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას წინასწარ ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია და უბნები ცოტა ხნის წინ დაიხურა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს.
პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ის მიიჩნევს, რომ "გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს".
"მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, არჩევანი, რომლის მიხედვით უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას აბსოლუტურად ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების კიდევ ერთხელ მიყვანა ბოლომდე და ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოცნების ცენტრალურ ოფისთან.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის დროსაც მმართველი გუნდი გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდა, თუმცა იმის გამო, რომ დაწესებული ბარიერი კანდიდატებმა ვერ გადალახეს, 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მეორი ტურის გამართვა გახდა საჭირო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა.
ეგზიტპოლი ორმა ტელეკომპანიამ - მთავარმა არხმა და იმედმა ჩაატარა.
მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში პროცენტები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე 49%; ნიკა მელია 51%.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით მიერ გორბის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე - ქართული ოცნება - 57,2%; ნიკანორ მელია - ნაციონალური მოძრაობა - 42.8%