logo
ENG



"განვიხილეთ პროგრესი EU-ის გზაზე" - ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

24 ოქტ 202318:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/24/u0hsh0b4l69xo06.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივარ ვარჰეის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვარჰეისთან "ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილა". 

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან, მოუთმენლად ველით გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით", - დაწერა ღარიბაშვილმა.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.


close დახურვა