logo
ENG



"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას" - ზელენსკი ზურაბიშვილს

26 მაი 202310:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/26/nhwfvy324a00nbq.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის წერილს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.

ვოლოდიმირ ზელენსკის წერილის არაოფიციალურ თარგმანს საქართველოში უკრაინის საელჩო აქვეყნებს.

"თქვენო აღმატებულებავ!

უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარარებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას!", - აღნიშნულია ზელენსკის მილოცვაში.

"ახალი სახელმწიფოს მიზანია, ქარტეხილისაგან დაიფაროს თავი" - 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა


close დახურვა