"ერთად ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით კვირას, 5 ივნისს, 17:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები იწვევენ ყველას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია.
"დღეს აქ ყველა თაობის მოქალაქე შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელის მოწერით ვადასტურებთ. ხელმოწერით სავსე ეს დროშა ბრიუსელში გაიგზავნება.
კვირას, 5 ივნისს, საღამოს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს და პარტიებს, გაცხადებული ევროპული კურსით, ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს, ვიწვევთ მის უდიდებულესობა ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.