logo
ENG



"ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში" - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი

07 სექ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

"ფაქტობრივად, წამალი გვიჭირავს ხელში", - წერს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დღეს პასუხისმგებლობის აღებაზე მშობლებმა თანხმობას მოაწერეს ხელი.

"დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ვოზორიტიდით და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო", - აცხადებს ის.

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა წამალი ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანაზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.  მშობლები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, მედიკამენტის შემოტანას და შემოტანის ვადებზე მისგან ოფიციალურ ხელმოწერას.

5 მაისს ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებმა მთავრობის წარმომადგენლებთან და ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მათ მიიღეს დაპირება, რომ პროტოკოლის დამტკიცების მაქსიმალური ვადა 10 ივნისი იქნებოდა, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, რომ წამალი ვოზორიტიდისთვის საჭირო თანხის გამოყოფა პროტოკოლის დამტკიცებიდან 1 დღეში მოხდებოდა. გარდა ამისა, მშობლები ჩართულები იქნებიან სამუშაო შეხვედრებში.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან 24-საათიან პროტესტი 5 მაისს შეწყვიტეს. ქვეყანაში მედიკამენტ ვოზორიტიდის შემოტანის მოთხოვნით მშობლებმა მთავრობასთან 19 დღე გაატარეს.


close დახურვა