19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, არჩილ ტატიაშვილის ადვოკატის თქმით, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხიდზე დაპირისპირებაში არ მონაწილეობს.
ინციდენტის მონაწილე ვახო ახვლედიანს კი დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. მისი ადვოკატის თქმით, ახვლედიანს მანქანაში გაუსწორდნენ და სიბნელის გამო დაზარალებულმა ვერ დაინახა, თუ ვინ უსწორდებოდა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.