logo
ENG



ათენიდან ხვალ სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

06 აპრ 202011:17
3 წუთის საკითხავი
 

ათენიდან ხვალ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ. სპეცრეისს თბილისის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებს.

როგორც ცნობილია მოქალაქეების ნაწილმა ბილეთის შეძენა მოახერხა, თუმცა, უბილეთოდ კვლავ ბევრი ადამიანი დარჩა. ისინი ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

„13 მარტიდან ვართ ჩარჩენილები. ყოველდღიურად ველოდებით, რომ დადებულიყო ბილეთი ან თუნდაც სპეცრეისი დაენიშნათ, რომლის საშუალებითაც საქართველოში დავბრუნდებოდით. რეალურად, ყოველი დღე ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ აქ დაგეგმილად ჩამოვედით და ფინანსები გაწერილი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეცრეისი დანიშნეს, ბილეთების ფასი ძალიან მაღალი იყო. 199 ევროს საშუალება ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა. ზოგჯერ გვიჩვენებდა, რომ ასეთი ფრენა არ არსებობს, ზოგჯერ რიგს არ გვიჩვენებდა“, - აცხადებს მოქალაქე ლალი რევაზიშვილი.


close დახურვა