logo
ENG



ამბები, რომლებიც 31 აგვისტოს უნდა იცოდე

31 აგვ 202009:20
3 წუთის საკითხავი
 
c50r3yvy3ne9vdj.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 31 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

თბილისში პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ლისის ტბასთან მსხვერპლით დასრულდა. 12 წლის მოზარდს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაეჯახა. არასრულწლოვანი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  კლინიკაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისში პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა, ბავშვი დაიღუპა

თბილისში, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. უწყების ცნობით, 2008 წელს დაბადებული მ.გ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

 

ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

 

ერთ ადამიანი ემსხვერპლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ერთი დაშავებული კი - ავტომობილის მძღოლი - თვითმხილველებმა, სასწრაფო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  ერთ-ერთი ავტომობილი სავალი გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა

 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დღეს არის დანიშნული. ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. ის საქმის მასალებს ქალაქის პროკურატურაში გვიან ღამემდე ეცნობოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ის სამ ავტომობილთან დაკავშირებულ ვიდეოებს გაეცნო. ადვოკატი დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს, რადგან მისი თქმით, ინფორმაცია საიდუმლო უწყებიდანაა. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ბაჩალიაშვილის ოჯახი უახლოეს დღეებში აპირებს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა საპროტესტო აქციებს.

 

ხანძარი ბორჯომში

 

ათი სახანძრო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდა ხანძარს ახალციხეში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის ფერდობზე ბუჩქნარს მოედო და ტყის ნაწილზეც გადავიდა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მიმდებარე სოფლის მცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ.  ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმისთვის რომ ახალი კერები არ გაჩნდეს, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და ადგილობრივები მორიგეობდნენ. რა ფართობის ბუჩქნარის და ტყის მასივია დამწვარი, - ჯერ უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ჰექტარ ნახევრამდე ტერიტორიას მოედო. უცნობია ცეცხლის გაჩენის  მიზეზიც.

 

MTV-მ 2020 წლის VMA ჩედვიკ ბოუზმანს მიუძღვნა

 

MTV-ს 2020 წლის Video Music Awards 43 წლის გარდაცვლილ მსახიობ ჩედვიკ ბოუზმანს მიუძღვნა. ცერემონია წამყვანმა სწორედ „შავი პანტერას” მსახიობისადმი მიძღვნილი სიტყვით გახსნა.

ჩედვიკ ბოუზმანი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. 43 წლის მსახიობი ბოლო ოთხი წელი მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1469 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1221 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 221 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5524 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 25.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 17.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 850 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა