logo
ENG



ამირან გამყრელიძე: ველით ისეთ შემთხვევებს, სადაც ჩვენ ვერ გავალთ პირველწყაროზე

18 მარ 202021:15
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაცემა „COVID 19“-ში კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე და არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, კორონავირსის გავრცელება ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო კვირებში დაფიქსირდეს ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები, რომლის დროსაც პირველწყაროზე გასვლა უფრო რთულდება.

„გვექნება შემთხვევათა მატება ქვეყანაში. სამი კვირის განმავლობაში ნელი ტემპით დინამიურია. არ გვქონია ძლიერი ჯგუფური აფეთქება მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა მატება იქნება. ველით ისეთ შემთხვევებს, სადაც ჩვენ ვერ გავალთ პირველწყაროზე. დღეს საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ, რომლეიც დღეს ჩატარდა. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური ათამდე საიტი ქვეყანაში სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის, პარალელურად ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე. ძალიან ჰგავს გრიპის მსგავსი დაავადებები კორონავირუს და დავინტერესდით ხომ არ გვეპარებოდა სადმე კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ამ საიტიდან აღებული ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი რაც საკმაოდ დამაიმედებელია პროგნოზულად, რომ ჯერჯერობით ჩვენს მოსახლეობაში ​თავისუფლად ვირუსი არ ცირკულირებს“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.


close დახურვა