logo
ENG



ამტელ ჰოსპიტალის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კლინიკა პანდემიას მოუმზადებელი ხვდება

23 მარ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

„ამტელ ჰოსპიტალის“ თანამშრომლები კლინიკაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, სამედიცინო დაწესებულება პანდემიას სრულიად მოუმზადებელი ხვდება. კლინიკას არ გააჩნია მედპერსონალისთვის აუცილებელი ერთჯერადი თავდაცვის საშუალებები. ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ კლინიკაში მედიკოსებს მხოლოდ თითო წყვილი ხელთათმანი დაურიგეს. რეგისტრატურის თანამშრომლები კი, პაციენტებს სპეციალური დამცავის გარეშე ემსახურებიან. 

„ჩვენ უნდა გვქონდეს ის ელემენტარული ერთჯერადი დამცავი საშუალებები, რომელიც ვირუსის გადაცემისგან დაგვიცავს. ეს არის ერთჯერადი ხალათი, რომელიც უნდა იყოს სითხე გაუმტარი, ეს არის სათვალეები, რომელიც მჭიდროდ უნდა ეკვროდეს თვალებს, სახის ზედა ნაწილს და ცხვირ-პირი უნდა იყოს დაცული ნიღბით. არ გვაქვს არც ხელთათმანები, მხოლოდ თითო წყვილი დაგვირიგეს, რომელიც გამოდის რომ უნდა ვიხმაროთ ყველა პაციენტზე და სამწუხაროდ, ფაქტიურად შიშველი ხელებით, დაუცველი ვხვდებით ამ დიდ საფრთხეს, რადგან მოსალოდნელია პაციენტთან საკმაოდ სერიოზული ნაკადი“, - განაცხადა "ამტელ ჰოსპიტალის" მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ სარიამ


close დახურვა