logo
ENG



ამ ქვეყანაში ჰო არ დასრულდა 100 000 ქართველის წამება - თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთნ ერთად

16 დეკ 201923:53
3 წუთის საკითხავი
 
5y1er360kmmmna2.jpg

 

14 დეკემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრიბა ძალიან ბევრი საჯარო მოხელე და ცოტა მხარდამჭერიც და თავისუფლების მოედანი გაავსო, - ამ სიტყვებით გახსნა წამყვანმა გადაცემათითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად.

შესავლიდანაც ჩანს, რომ მიშა მშვილდაძის მონოლოგის მთავარი თემა  ევროპის საბჭოს გაპრეზიდენტების სახელით გამართული „ქართული ოცნების“ ჩამოყვანილი ადამიანების თავყრილობა იყო. მშვილდაძის თქმით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიამაყით ამცნო ერს, რომ მათ აქციაზე 100 000 ადამიანი მივიდა.

ირაკლი ისეთ კარგ ხასიათზე იყო, რომ სირცხვილიას აქციებსაც მოუმატა დამსწრეთა რიცხვი და თან გულუხვად - ხომ გახსოვთ, წინა დღეებში 198 დან 200 მდე გაგვზარდა, 2 მოგვიმატა მაშინ, ცოტა კარგ ხასიათზე იყო, რადგან ამ აქციას ელოდებოდა, ამ აქციის შემდეგ კი ერთბაშად 6 ათასამდე აგვიყვანა, აგვიყვანა...მადლობა ირაკლითქვენ 200 000 იყავით. მე 150- მოგიმატებ, ან მეტს, თქვენ იყავით 225 500“, - განაცხადა მშვილდაძემ.

თუმცა, წამყვანმა 100 000 ადამიანის შეკრების თემა უფრო სიღრმისეულად მიმოიხილა და აღმოჩნდა, რომ ბევრმა საერთოდ არ იცოდა რისთვის ჩამოიყვანეს ყინვაში "დანჯღრეული მარშრუტკებით" და კონცერტის ნაცვლად ვოლსკი-გახარიას გამოსვლები რატომ ასმენინეს.

„დილის 05:00 საათზე, ყინვაში ააყენეს 100 000 ადამიანი, ჩასვეს დანჯღრეულ მარშუტკებში, აჭამეს ლარ-ნახევრიანი ფენოვანი, ჩამოიყვანეს თბილისში, დაპირებული კონცერტის მაგივრად ასმენინეს ვოლსკი და გახარია და ერთ საათში, საშინელ საცობებში, ეს 100 000 ადამიანი ისევ უკან წაიყვანეს. მოკლედ, ამ ქვეყანაში ჰო არ დასრულდა 100 000 ქართველის წამება?!  ამიერიდან შეგვიძლია ორჯერ ავღნიშნოთ 100 000 წამებულის დღე – 13 ნოემბერს  რელიგიურად და 14 დეკემბერს საეროდ“, - განაცხადა მშვილდაძემ და იქვე დაამატა, რომ სოლიდარობის ნიშნად ჩამოყვანილ ადამიანებზე არ იხუმრებდა და უბრალოდ, მათ უსურვა ხელისუფლება, რომელიც ასე აღარასდროს მოიქცევა.

მიშა მშვილდაძე კიდევ ერთ აქტუალურ თემას, ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, რომელის საკრებულოს წევრმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ დაწერა. მშვილდაძემ კუხიანიძეს ურჩია, რომ რასაც პარტიის შიდა შეხვედრებზე გაიგონებს, ყველაფერი არ ილაპარააკოს. 

მინდა მივმართო ერეკლესრასაც "ქართულ ოცნების" დახურულ შეხვედრებზე გაიგონებ, ყველაფერი კი არ უნდა დაწერო ფეისბუქზე?! ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი თანამოქალაქე ოჯახს მალე დაუბრუნდეს. მომავალში ასე თქვი ხოლმეესაა ოფიციალური ვერსია“, - განაცხადა მშვილდაძემ.

ბოლოს, მიშა მშვილდაძემ ქართველებს საიუბილეო თარიღი გვამცნო, ის თარიღი, რომელიც არავის ახსოვს და რომელიც საქართველოს ტონობით კარტოფილი დაუჯდა - დიახ, დღეს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის წლისთავია და წამყვანმა ის 10 ჰედლაინი შემოგვთავაზა, რითაც მთავარსარდალმა ხალხს თვი დაამახსოვრა:

1)          პირველივე ფაქტი რაც გაგვახსენდა, ინაუგურაციის დღესვე მოხდა. სატვირთო, რომლითაც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე გამოყენებული ქვემეხი გადაჰქონდა, ავარიაში მოჰყვა. შეჯახების გამო დააჯარიმეს მიკროავტობუსის მძღოლი. მეოცე საუკუნის მიწურულიდან დღემდე, შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების არსებობის ისტორიაში, ეს მძღოლი ერთადერთია, რომელიც დააჯარიმეს ქვემეხთან შეჯახების გამო.

2)            ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში სალომე სალომე ზურაბიშვილი შეუდგა აქტიურ საპრეზიდენტო საქმიანობას.  აი, რა შეიძლება გააკეთო ადამიანმა გაპრეზიდენტების შემდეგ პირველივე? ამაზე ხომ გაპრეზიდენტებამდე გაქვს ნაფიქრი?  პრეზიდენტი თუ გავხდი, პირველი გავაკეთებ ამას და ამას. სკოლაში აწერინებენ ბავშვებს თავისუფალ თემას: მე რომ პრეზიდენტი ვიყო. არც ერთ ბავშვსაც კი აზრად არ მოუვიდოდა ის, რაც გააკეთა სალომემ... სალომე ზურაბიშვილი: ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შევიძინეთ კლარნეტი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, მაგრამ მფლობელობაში დროებით გადაეცემა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც ეს სჭირდება.

3)            საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში, სადაც 251 ვიყავით. 1 სალომე ზურაბიშვილი და 250 შინშილა.

4)            სალომე ზურაბიშვილი 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. ეჰ... შეხვედრის დროს პრეზიდენტმა დავით გარეჯზე და ბორდერიზაციის პრობლემაზე ისაუბრა, დიდი ხნით ააყაყანა ორივე ქვეყანა და ეს ყაყანი როდის დამთავრდება და როგორ ჯერ კიდევ გაურკვეველია.

5)            გარეჯის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო რა გააკეთა პრეზიდენტმა? სიტუაციის განმუხტვა სცადა? არა. საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება სცადა? არა. თავის ნათქვამს ბოლომდე მიაწვა და მტკიცედ დადგა? არა.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვა მომლოცველებთან ერთად ფოკაში წირვას დაესწრო და წმინდა ნინოს  გზას შეუდგა.

6)            აქ მოხვდა სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითარ მაინტერესებს!

7)            მიმდინარე წლის 28 აგვისტო, მარიამობა. ამ დღეს სალომე ზურაბიშვილმა პატიმრები შეიწყალა, ქურდობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის, სხეულის განზრახ დაზიანებისთვის, პოლიციელის მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულში ბრალდებულები. ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთამომკალით და კომენტარს არ გავაკეთებ.

8) სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქვეყანას 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 2,800,000 ლარით პრეზიდენტის სასახლისთვის შეიძინეს ირანული მამლების წყვილი, სამი ბუხრის საათი, შუა აზიური ხალიჩები, რუსული ლუსტრა და სხვა რაღაც რუღაცეები.  ის კლარნეტიც ხომ არ უჩუქებიათ, დააბრუნებს ის ნიჭიერი მუსიკოსი და შემოდებენ რომელიმე ბუხარზე.

9)            ლობიო. ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ აღარ ვაპირებდით თემის გაშლას, მაგრამ დღეს სალომემ განაცხადა: სალობიეშიც ვივლი და თავშეყრის სხვა ადგილებშიც. ანუ, სალომე ახლაც ვერ ხვდება რა განსხვავებაა ლობიოს ჭამასა და პარლამენტთან ახალგაზრდების დარბევის პარალელურად ლობიოს ჭამას შორის.

10) სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება ალბათ ყველა დროის ყველაზე პესიმისტური და მთავარსარდლისგან ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება დედამიწის ისტორიაშიარც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.

აი, ასეთი იყო ათეული. მეთერთმეტეს კი ბონუსად გთავაზობთ კომენტარის გარეშე:

მიმდინარე წლის 26 ივლისი. სალომე ზურაბიშვილმა კახეთში ატამი დაკრიფა“.

და ბოლოს, მშვილდაძემ იმედი დაიტოვა, რომ პრეზიდენტის ხუთწლიანი მმართველობის შეჯამება არ მოუწევს.

თუ რამე კარგი გამოგვრჩა, მოგვწერეთ. მართლა გაგვეხარდება. ჩვენ კიდევ იმედს ვიტოვებთ, რომ სალომეს ხუთწლიანი მმართველობის შეჯამება არ მოგვიწევს და ორი წლითა და რაღაც თვეებით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა წამყვანმა.

 


close დახურვა