25 წლის ანასტასია შატალოვას საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ დაკავებულებს ბრალი წაუყენოს, მათ შორის არ არის ამოღებული დანაშაულის ჩადენის იარაღი.
პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებებს შორის აქვთ ვიდეოჩანაწერები, ჩვენებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები.
27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული.
საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები გუშინ, 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.
დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა.
თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია.