logo
ENG



ანტიკრიზისული პროექტი არის ბუღალტერია, კრიზისის მართვას არ უკავშირდება - ხაზარაძე

05 მაი 202021:16
3 წუთის საკითხავი
 

მამუკა ხაზარაძე მთავრობის მიერ შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის წინასაარჩევნო დაპირებებს უფრო ჰგავს, ვიდრე ანტიკრიზისული ვითარების მართვას.

როგორც „ლელო საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკურ ფორმულაში“ განმარტა, არსებული შეზღუდვები გაუგებარია და არც გეგმას აქვს რაიმე საერთო კრიზისის მართვასთან.

„გუშინ მათ შეამსუბუქეს რამდენიმე მიმართულებით ბიზნესების გახსნა. გაუგებარია, რატომ იყო ონლაინბიზნესი შეზღუდული ან თუ სამშენებლო ბიზნესის გახსნა არის შესაძლებელი, რატომაა შეუძლებელი მსგავსი ბიზნესების გახსნა. ბუნდოვანებაა ამ საკითხში - მე პირადად და ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო ვერაფერი. ეს ემსგავსება დროში გაწელილ მართვას.

მათი ასეთი ნაბიჯები არის თუ არა მათ საარჩევნო სისტემაზე მორგებული - რა თქმა უნდა, არის. ორჯერ გაუკეთეს პრეზენტაცია და არცერთხელ არ ითქვა, რა თანხაა მობილიზებული. დასახელდა სამი მილიარდი და ვერსად ვნახე მსგავსი შეთავაზება. ე.წ. ანტიკრიზისული პროექტი, რომელიც არის ბუღალტერია, არის სოციალური პროგრამა და მას ანტიკრიზისთან კავშირი არ აქვს.

ანტიკრიზისული გეგმა ნიშნავს დასაქმებული და დაუსაქმებელი ადამიანის ხელშეწყობას, შენარჩუნებას სამუშაო ადგილების კრიზის პერიოდში. ამავდროულად ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ამას უზრუნველყოფს - სწორედ ეს იყო ჩვენი შეთავაზებაც", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


close დახურვა