logo
ENG



ანტირუსულ აქციაზე დაკავებული 2 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

28 ნოე 202017:42
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/28/b435aub2yaqahrl.png

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანტირუსული აქციის დროს დაკავებული 2 აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლის დარღვევას ედავებიან. კერძოდ, 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქტივისტების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 10 დღეში დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტების გათავისუფლებამდე, ელენე ხოშტარია და სხვა აქტივისტებიც აცხადებდნენ, რომ პოლიცია დაკავებულების გათავუსუფლების სანაცვლოდ, მათ აქციის დაშლისკენ მოუწოდებდა. 

ისინი, ევროპული საქართველოს წევრთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად, დროებით კედელზე  ანტირუსული წარწერებს აკეთებდნენ, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა, პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა. აქტივისტები დროებით კედელზე აწერდნენ: "20%", ხატავდნენ საბჭოთა სიმბოლიკას. 

პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". 

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს. 


close დახურვა