არაბეთის ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს. სწავლებაში 50-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მონაწილეობს. წვრთნის მიზანი რეგიონში არსებული საფრთხეების შეფასება და ინფორმაციის გაცვლაა. სამხედროები მოდელირებულ ინციდენტების დროს ერთობლივად მუშაობაშიც ვარჯიშობენ.
ისინი ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიას აცნობენ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ნაღმების აღმოსაჩენად იყენებენ.