გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ვიდეოჩანაწერების გასაცნობად ადვოკატთან ერთად პოლიციაში ხიდის ინციდენტში მონაწილე თენგო ბარბაქაძე მივიდა. ბარბაქაძის უფლებადამცველი ხიდის ინციდენტის განსხვავებულ ვერსიას ყვება, სადაც შაქარაშვილი და მისი მეგობარი არ ფიგურირებენ.
"არ იყო არანაირი ხელკეტები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს და არც ჩანაწერებშ ჩანს, რომ შაქარაშვილი იქ იმყოფებოდა. თენგოს ორი მეგობარი მიდიოდა ხიდზე. რამდენიმე მეტრის დაშორებით მიდიოდნენ ასევე ის პიროვნებები ვისშიც ამოიცნო თავისი მოძალადეები ამ ხალხმა და იქ მოხდა ფიზიკური დაპისიპირება. ხიდს იქით მგონი 6 იყვნენ და აქეთ ხუთნი“, - ამბობს ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე.
მოგვიანებით უწყებაში გამოცხადდა ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილიც, რომელიც ხიდის ინციდენტის ერთ-ერთი ვერსიით, თენგო ბარბაქაძესთან ერთად ფიგურირებს. მასთან ერთად მცხეთის პოლიციაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა გოგო, რომლის დაბადების დღეზეც მოხდა დაპირისპირება.