logo
ENG



არველაძეების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სტადიონი გახსნა

14 დეკ 201910:42
3 წუთის საკითხავი
 
aco8wftpkpzlgpo.jpg

ფონდ "არველაძის", საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობით, 13 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 4-მეტრიანი ხელოვნურსაფარიანი მოედანი სოფელ კალინინოს ტერიტორიაზეა განთავსებული.

სტადიონის გახსნის დღესვე, სოფელში 25 მოზარდისგან დაკომპლექტებული საფეხბურთო კლუბი ჩამოყალიბდა, რომელსაც ფონდ "არველაძის" მიერ შერჩეული მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

სოფელ კალინინოში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრად საფეხბურთო ეკიპირება, ბურთები და ინვენტარი გადაეცათ.

რეზი არველაძის განცხადებით, მათი ფონდის მთავარი დევიზი ბევრი ფეხბურთია. მისივე თქმით, არველაძეების ფონდმა 2019 წელს სამი მინისტადიონი გააკეთა.

„ბევრი ფეხბურთი - ეს არის ჩვენი ფონდის ძირითადი ხაზი. ეს არაჩვეულებრივი ხაზი 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტია. არველაძეების ფონდმა სამი მინისტადიონი გააკეთა წელს,“ - განაცხადა რეზი არველაძემ.

შოთა არველაძე იმედოვნებს, რომ მსგავსი პროექტები სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა, სიყვარული ამ ორ ერს შორის უფრო გაძლიერდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაციას და თურქეთის საელჩოს ამ პროექტისთვის იმიტომ, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა მარტო ამ პროექტის გაკეთება. მესამე პროექტია ერთად ყველაფერს ვაკეთებთ და იმედია, რომ ეს მეგობრობა და პროექტები გაგვიგრძელდება და სხვა რეგიონებშიც მოგვიწევს ასეთი კარგი სტადიონების გაკეთება,“ - აცხადებს შოთა არველაძე.


close დახურვა