logo
ENG



არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად საავადმყოფოებს ფული გადაურიცხა

09 მარ 202018:36
3 წუთის საკითხავი
 

ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად იტალიის რამდენიმე საავადმყოფოს მილიონ ორასი ათასზე მეტი ევრო გადაურიცხა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა არმანის სახლმაც.

იტალიელი დიზაინერი ერთ-ერთი იყო, რომელმაც მილანის მოდის კვირეულისას ჩვენების დახურულ კარს მიღმა ჩატარება გადაწყვიტა.  

მოდის სახლის მილანის ფილიალის თანამშრომლები ახლა სახლიდან მუშაობენ. ოფისში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას მიდიან.


close დახურვა