პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ხვდება. შეხვედრა ევროკავშირის წარომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
ოფისთან რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
უცნობია, რა ფორმატში იმართება შეხვედრები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.
ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.
ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.