რუსულ ტანკერზე აფეთქება მოხდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ სამმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამ დროსთვის, ტანკერის აფეთქების ან ჩაძირვის საფრთხე არ არსებობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.