logo
ENG



აფენის მოსახლეობას სასმელი წყლის, შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების პრობლემები აქვთ

22 ოქტ 201911:14
3 წუთის საკითხავი
 
5q96ephq92x4vi6.png

ლაგოდეხის რაიონის, აფენის თემის მოსახლეობა სასმელი წყლის, შიდა გზების და სანიაღვრე არხების პრობლემაზე საუბრობს . ''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობამ გიგი წერეთელთან საუბარში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა, საძოვრების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება. გიგი წერეთლის განცხადებით ადგილობრივების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხელისუფლება ვალდებულია მათი ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იზრუნოს.


close დახურვა