აშშ-ის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკები გაუშვეს, თბილისის ანძა კი ამერიკის დროშის ფერებში განათდა.
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ფეიერვერკების გაშვება ორასზე მეტი წლის ტრადიციაა.
შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა.
