logo
ENG



აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრება

10 ოქტ 202323:05
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით, ენტონი ბლინკენი ისრაელში სავარაუდოდ ხვალ, 11 ოქტომბერს გაემგზავრება და ადგილზე ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს ჩავა. 

***

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში. 

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა