აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს სენატმა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, სენატი სწრაფად იმოქმედებს.
კანონპროექტში 23,4 მილიარდი დოლარი გამოყოფილია სამხედრო საჭიროებებისთვის.
28 აპრილს, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივით მიმართა. კონგრესმა კი სამხედრო და ჰუმანიტარული ფინანსების გაზრდა გადაწყვიტა და უკრაინისთვის 40 მილაირდი დოლარი გამოყო.
9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.
კანონი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.