logo

აშშ და EU-ს წარმომადგენლობა: მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, კომპრომისი აუცილებელია

17 აპრ 202123:33
3 წუთის საკითხავი
clock 1323
2021/04/17/wezmsj2j71e6bwd.jpg

საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას.

"მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას", - წერია განცხადებაში. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ქართული ოცნება მოაწერს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. 

დოკუმენტს ხელს არ აწერენ: მეტი თავისუფლება - გირჩი, ევროპული საქართველოსტრატეგია აღმაშენებელინაციონალური მოძრაობალელო საქართველოსთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

 

close დახურვა