logo
ENG



აჭარაში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

24 აპრ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - ამის შესახებ TV25-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა. ნინო ნიჟარაძის თქმით, 1 პაციენტს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა. იგი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება და ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებია.

ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირებული თვითიზოლაციაში იყო და მას მხოლოდ ერთი კონტაქტი ყავს. 

„დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში შევიდა 180 ნიმუში და გამოვლინდა 1 შემთხვევა, რომელიც ქობუელთის კლასტერთანაა დაკავშირებული, რომელიც ქალაქის ტერიტორიიდანაა და იმყოფება თვითიზოლაციაში. სულ ქობულეთის კლასტერიდან 35 შემთხვევა გყვავს. ამ 35 შემთხვევის ირგვლის პირველი და მეორე რიგის კონტაქტები 530-ია, აქედან 400 ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. კლინიკაში ამ ეტაპზე 38 შემთხვევა გყვავს და 1 განკურნებულია. 1-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

 


close დახურვა