რთულია ვთქვათ კონკრეტულად, თუ როდის და რაზე შეთანხმდა ამ ქვეყნის მოსახლეობა, როცა დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. ხშირად ჩვენი წარმოდგენები სახელმწიფოს მართვის სისტემაზე უფრო მეტად ემოციური იყო, ვიდრე რაციონალური. თუმცა ჩვენი საზოგადოებაც ვითარდება და ნელნელა იწყებს სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების მკაფიოდ გამოხატვას. თუ დღემდე საქართველო ნაწილობრივ ავტორიტარული პრინციპებით იმართებოდა და ხალხი ამას რაღაცის სანაცვლოდ ითმენდა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დღეს უმრავლესობა უკვე ძალთა ბალანსის, შეკავებისა და ურთიერთკონტროლზე დაფუძნებული მმართველობის მომხრეა. რა არის საზოგადოების ახალი დაკვეთა მომავალი ხელისუფლების მიმართ, და როგორი იყო ის ხელშეკრულებები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაფორმალურად, კონსტიტუციის მიღმა ფორმდებოდა.
ახალი ხელშეკრულება ხალხთან - დროება
24 ოქტ 202120:16
3 წუთის საკითხავი