logo
ENG



ახალქალაქში, სავარაუდოდ, გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა

01 აგვ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 
e27o6xhcm5a8th8.jpg

ახალქალაქის სოფელ ხოსპიოსთან, სავარაუდოდ, გზის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო მანქანის მძღოლი, დენის დარტყმის შედეგად, ადგილზე დაიღუპა.

როგორც ადგილობრივ მედიას, „სამხრეთის კარიბჭეს“ მოსახლეობამ უთხრა, შუახნის კაცი გზის მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

„ქვიშა უნდა დაეყარა და მისაბმელი მაღლა ასწია, ეს რკინა მოედო მაღლა დენის გაყვანილობას და როგორც ჩანს, დენი გადავიდა მასზეც. სანამ მანქანაში იყო, ვერ გრძნობდა, მაგრამ როგორც კი მიწაზე ფეხი დადგა, დენმა დაარტყა, ეტყობა გაატარა მაგ დროს. თან წვიმა იყო გარეთ და ეგეც იმოქმედებდა“, – აცხადებენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა