logo
ENG



ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა

21 თებ 202410:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/xvl2k8fsm6yu9g9.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

განცხადების მიხედვით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.


close დახურვა