logo
ENG



ბათუმში, ზღვაში კაცს კატერი დაეჯახა

06 სექ 202321:48
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში, ზღვაში კაცს კატერი დაეჯახა

TV25-ის ინფორმაციით, ბათუმში კაცს, რომელიც ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, კატერი დაეჯახა.

მედიის ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას დაუდასტურეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. 

მსგავსი შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინაც მოხდა. ადგილობრივი მედია წერდა, რომ კაცს ზღვაში სკუტერმა გადაუარა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


close დახურვა