ბათუმში, TBC ბანკში კრედიტ ოფიცერი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილის ნაცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.