logo
ENG



ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი ამოიყვანეს

08 ოქტ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში დანგრეული კორპუსის ადგილზე, ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ამოიყვანეს. მეზობლის თქმით, ის შოკურ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ბათუმის იაშვილის კლინიკის ექიმი თამარ ბახტაძე აცხადებს, რომ დაშავებული წლის და 3 თვისაა, მისი მდგომარეობა სტაბილურია, წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. 

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები.  ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, არ იციან ზუსტად რა მოხდა, თუმცა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

დამატებით დეტალებს ფორმულა არკვევს. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.


close დახურვა