logo
ENG



ბათუმში საკონდიტრო დონა მუშაობას აახლებს

28 სექ 202011:31
3 წუთის საკითხავი
clock 4537
ბათუმში საკონდიტრო დონა მუშაობას აახლებს

ბათუმში მდებარე საკონდიტრო დონა მუშაობას აახლებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფილიალები 5 ოქტომბრიდან გაიხსნება. 

"5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით. 

სიმბოლურია ისიც, რომ 17 წლის წინ ოქტომბრის დასაწყისში, ძალიან მიზანდასახული ოჯახური წყვილის და ერთეული ერთგული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომით დაწყებული საქმე დღეს უკვე დიდი, ერთიანი, მომხმარებელზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია. ჩვენი გუნდი. ჩვენი ოჯახი. დონას ოჯახი. 

მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს. 

შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას", - წერია  განცხადებაში.

საკონდიტრო დონას 2 ფილიალი დაახლოებით 1 თვის წინ მას შემდეგ დაიხურა, რაც თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 


close დახურვა