logo
ENG



ბაირაქტარის მწარმოებელმა კომპანიამ უკრაინაში ქარხნის მშენებლობა დაიწყო

07 თებ 202410:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/4wff66f08j0oyzy.jpg

ბაირაქტარის მწარმოებელმა თურქულმა კომპანია Baykar-მა კიევთან ახლოს ქარხნის მშენებლობა დაიწყო, სადაც 500-მდე ადამიანის დასაქმდება და სადაც TB2-ისა და TB3-ის დრონების წარმოებას გეგმავენ. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა.

ბაირაქტარის დრონებმა მთელ მსოფლიოში პოპულარობა მოიპოვეს მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა მათი გამოყენება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვისთვის დაიწყეს. კომპანია Baykar-ის თქმით, TB2-ის დრონზე საექსპერტო შეთანხმება 30 ქვეყანასთან გააფორმა.

"ჩვენი ქარხანა შენდება... დაახლოებით 12 თვე გვჭირდება მშენებლობის დასრულებისთვის, შემდეგ კი გადავალთ შიდა ტექნიკის მოწყობასა და საორგანიზაციო სტრუქტურაზე", - განაცხადა ჰალუკ ბაირაქტარმა ერ-რიადში მსოფლიო თავდაცვის გამოფენაზე ყოფნის დროს.

ბაირაქტარის თქმით, ქარხანაში წლიურად 120 ერთეული დრონის წარმოება იგეგმება, მაგრამ აღნიშნა რომ ჯერჯერობით დადგენილი არაა, შემოიფარგლებიან თუ არა მხოლოდ TB2-ისა და TB3-ის მოდელის დრონებით.

კითხვაზე, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც კონფლიქტს უკავშირდება, შეუქმნის თუ არა ქარხანას საფრთხეს, მან აღნიშნა, რომ გეგმები "სრულად წინ მიიწევს" და რომ მათ "ვერაფერი" შეაჩერებს.


close დახურვა