logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: მწყემსი ყოფილა თურმე გამომძიებელი და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დრონი

13 აგვ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 
2do7ji2kvlpxtnt.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გამომძიებლებმა მას უთხრეს, რომ იმ ადგილის დათვალიერებას, სადაც ავტომობილი აღმოჩნდა, თავადაც 22 ივლისს აპირებდნენ, თუმცა მათ მწყემსმა დაასწროთ.

„მაჩვენებდნენ დრონების ჩანაწერებს, სადაც არ ჩანს მანქანა. ის კვადრატი თურმე გამოტოვებული ჰქონდათ და უნდათ ენახათ თურმე ზუსტად იმ დღეს, როცა ავტომობილი მწყემსმა იპოვა. თურმე მწყემსმა დაასწროთ და ეგ ყოფილა თურმე მაგათთან გამომძიებელი და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურანტი, ვიდრე ვერტმფრენი და დრონი. მითხრეს, რომ მწყემსი გამოკითხულია, მაგრამ ჩვენებები არ წამიკითხავს“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვესბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა