თამარ ბაჩალიაშვილის საქმე პროკურატურამ 2020 წლის 17 დეკემბერს დახურა და ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა გამოაცხადა. თამარის ოჯახისთვის ეს ვერსია არც ერთ ეტაპზე სარწმუნო არ ყოფილა, რადგან 23 წლის პროგრამისტის გაუჩინარების პირველივე დღიდან, საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება და კითხვა გაჩნდა, რომელზეც პასუხი გამოძიებას დღემდე არ გაუცია. დღეს, შაბათის ფორმულა კიდევ ერთხელ გაიხსენებს 2020 წლის 18 ივლისის დღეს, ქრონოლოგიურად აღადგენს რა გზა გაიარა თამარმა, ფონიჭალის დასახლებიდან მაწევანის ტყემდე და რა დეტალებია ამ საქმეში ისეთი, რაც თვითკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.
ბაჩალიაშვილის საბედისწრო გზა - შაბათის ფორმულა
29 აპრ 202320:18
3 წუთის საკითხავი