logo
ENG



ბევრი იდიოტი გვყოლია, მაგრამ ივანიშვილისნაირი - არა. ოცნება მოკვდა - ლევან ბერძენიშვილი

20 ივნ 202019:39
3 წუთის საკითხავი
 

ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, მოკვდა.

მისივე განცხადებით, ივანიშვილი საქართველოს მმართველებს შორის ყველაზე ნაკლებად შეეფერება ამ ადგილს, ხოლო საქართველოს „ქართული ოცნების“ გარეშე ექნება მომავალი, რომელსაც იმსახურებს.

„ეს იყო წელიწადი, როცა ოცნება მოკვდა. ჯერ შიგნით იცოდნენ, რომ კვდებოდა, მერე ჩვენ შევატყვეთ, ახლა დასავლელმა პარტნიორებმა - ყველამ გაიგო. მიმდინარეობს გაუთავებელი პანაშვიდები. ორგანიზებულად უნდა გავაცილოთ პოლიტიკიდან. მერე მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს, ივანიშვილის გაქანების ადამიანი როგორ აღმოჩნდა სათავეში. ბევრი იდიოტი გვყოლია, მაგრამ ასეთი არა. ქვეყანას ეს მოუვიდა და ამას შევისწავლით. ხელისუფლებამ ვერ დაინახა შესაძლებლობა, ბოდიში მოეხადა. ბავშვები დააბრმავეს. ახალგაზრდობა თავის ადგილზე დგას და საქართველო ამ მომავალს მიიღებს, რომელიც აქვს.

ძალიან კარგი იქნება თუ გახარია იქნება სიის პირველი ნომერი - ეს იქნება მათი გულწრფელი პასუხი, რას ფიქრობენ ხალხზე. შემიძლია შევთავაზო კაგებეშნიკი ჯალათები, ვინც ცოცხალია - გამოიყვანონ და ჩაწერონ პირველ ათეულში. გახარია არის კაცი, რომელმაც ყველა ოცნება ჩაგვიგდო. მღვდლებს საშუალება მისცეს, მოგვიწოდონ რუსეთისკენ. ისაა უნიჭო არტისტი, ვინც როლი შეასრულა", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.


close დახურვა