logo
ENG



ბენეტი: კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლობაში პროგრესის მიუხედავად, დიდი ხარვეზები რჩება

21 მარ 202215:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/21/xsxm50ce2vl9172.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის ნაფტალი ბენეტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ისრაელის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი იყო, მხარეებს შორის "ძალიან დიდი" ხარვეზები მაინც რჩება.

”ჩვენ ვეცდებით, სხვა ქვეყნებთან ერთად დავასრულოთ ომი”, - თქვა ბენეტმა.

ბენეტის თქმით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, რადგან არის საკამათო საკითხები, ზოგიერთი მათგანი ფუნდამენტური საკითხებია. ბოლო დროს, მხარეებს შორის პროგრესი შეინიშნებოდა, მაგრამ ხარვეზები ჯერ კიდევ ძალიან დიდია.

”მისი [ზელენსკი ] ქვეყანა და მისი ხალხი ძალიან მძიმე ომშია. ასობით დაღუპული, მილიონობით ლტოლვილი. ვერ წარმომიდგენია, როგორია მის ადგილზე ყოფნა", - განაცხადა ბენეტმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ისრაელის შუამავლობა უკრაინამ მოითხოვა. მთავრობამ მიზეზად ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა დაასახელა.


close დახურვა