დავით ბერძენიშვილი პარლამენტში მივიდა და მედიასთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტის სესიაზე დავით და ლევან ბერძენიშვილებს დაესხა თავს. მას არ დაუგმია პოლიტიკოსებზე თავდასხმა და პირდაპირ დაიწყო საუბარი, რომ "ეროვნული იდენტობის დაკნინებას ცდილობენ".
დავით ბერძენიშვილმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ:
" ეს არის გახელისუფლებულ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს, როცა არაგაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, ბუნებრივია, მაშინ რასაც დაგავალებენ იმას იტყვი."
ბერძენიშვილის თქმით კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ებრძოდა რესპუბლიკურ პარტიასაც და ძმებ ბერძენიშვილებსაც, მაგრამ ისინი არ დამარცხებულან რომელიმე ხელისუფლებასთან.
"ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ."- ამბობს დავით ბერძენიშვილი.
6 ივნისს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი თავს დაესხა.
დეპუტატების თქმით, მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დავით ბერძენიშვილის ინფორმაციით, ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.