logo
ENG



ბერძენიშვილი:საპატრიარქომ იცის როგორ დაუჭიროს ხელისუფლებას მხარი და მოსთხოვოს ბევრი

20 მაი 202009:50
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია უარყოფითად აფასებს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიების მიერ მათ გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონების შესაძლებლობას. კანონში შესაძლო ცვლილებების განხორციელებას ცვლილებებს ოპოზიციასა და მესამე სექტორში უარყოფითად აფასებენ. ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ კანონმდებლობას მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ იყენებს.  

"ეს არის ერთგვარი ხარკი. ხელისუფლებაში საპატრიარქო შეზრდილია ხელი ხელს ბანს პრინციპით. მით უმეტეს, საარჩევნო წელია და ხელისუფლებას უჭირს. ძირითადად მეორე ნომრად მოთამაშე საპატრიარქომ კი იცის ხოლმე როგორ დაუჭიროს განსაკუთრებით შეჭირვებისას პირველ ნომრად მოთამაშე ხელისუფლეაბს და მოსთხოვოს ძალიან ბევრი. ახლა თვლის, რომ ამის მოთხოვნის საშუალება აქვს. ძალიან ცუდია, როცა ეს იქნება მიღებული, რადგან ესაა ტყისადმი არამარტო უდეირი დამოკიდებულება, არამედ ესაა ხარკი, რასაც მუდმივად იხდის ხელისუფლება",-აცხადებს დავით ბერძენიშვილი. 

გარდა წინასაარცევნო კამპანიისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ პანდემიის პირობებში ამგვარი საკითხების განხილვა მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადატაანაა და მეტი არაფერი. 

"განსაკუთრებით ახლა არ არის ის მოცემულობა, როცა ასეთ საკითხებზე უნდა კონტენრირდეს პარლამენტი. ჩვენ მას მრავალი კვირის მანძილზე მოვუწოდებთ, რომ ამუშავდეს, რადგან ის პრაქტიკულად დაკეტილი აქვს ივანიშვის, რომელიც თავად იზოლაციაშია. ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები აქტიურად არიან დაკავებულნი იმ საკანონმდებლოა აქტების მიღებით, რაც დაეხმარება მოქალაქეებს კრიზისიდან გამოსვლაში. ასე რომ  ახლა სხვა ტემეზე უნდა იყოს ფოკუსირებული, არამხოლოდ გარემოც დაცვის კომიტეტი, არამედ მთლიანად საკანონდებლო ორგანო",-აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

საპატრიარქოს მიმართ პრივილეგიების გადაცემის საკითხში წინასაარჩევნო საფუძველს ხედავენ "იემსიშიც". მესამე სექტორი მიიჩვენს, რომ საერთო ჯამში ესაა უსამართლო ქმედება ხელისუფლებსი მხრიდან და მმართველი გუნდი ვალდებულია ქვეყანაში ყველა მხარის მიმართ იყოს თანასწორი. 

"თუ სახელმწიფო ტყეს აღიარებს როგორც ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის რესურს, შესაბამისად გაუგებარი და არამიწანშეწონილია, რა მიზნით გადასცემს სახელმწიფო ასეთი მნიშვენლოვან რესურსს საპატრიარქოს. ასევე იმ ვითარებაში, როცა ასეულობით ჰექტარი, ბიუჯეტიდან კომპენსაცია და ქონება გადაეცემა ამ ინსტიტუციას, თქვენ ნახეთ, რომ ხშირად ეს რელიგირური უმცირესობებისა და ქვეყნის ინტერესების ხარჯზეც ხდება, ეს კანონი უფრო გაამარტივებს საპატრიარქოს მხრიდან რესურსების მოპოვებას და ცხადია დააზარალებს, ჩვეულებრივია ადამიანების, განსაკუთრებით რელიგიური უმცირესობების ინტერესებსაც. ასევე საპატრიარქოსთვის დამატებითი  რესურსების გადაცემით ხელისუფლებას სავარაუდოდ წინასაარჩევნოდ მისივე ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს",-აცხადებს თეონა ფირანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი დღეს იმ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც საპატრიარქოს საშუალებას მისცემს ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე კერძო საკუთრებაში დაიკანონოს.


 


close დახურვა