logo
ENG



ბერძენიშვილი: ჩვენი საპატრიარქო რუსებისკენაა, დასავლეთის წინააღმდეგ

08 ნოე 201922:13
3 წუთის საკითხავი
 
0frrwu05i23ghxv.jpg

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხალხი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს, ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფია.

როგორც მან გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, ხელისუფლებას ისინი მაშინ გამოყავს, როცა მას აწყობს.

მისივე თქმით, საპატრიარქოს სკანდალი გადაჯაჭვულია ხელისუფლებასთან, რადგან ეს ორი ერთმანეთთანაა შესისხლხორცებული.

„ხელისუფლება არის მხარე, ეს ჯგუფი არის მისი გამოსაყენებლი ჯგუფი. როცა ჭირდებათ გამოუშვებენ, აბა ოკუპაციას ისინი არ აპროტესტებენ. როცა ბორდერიზაცია ხდება, ისინი გასუსულები არიან. ხელისუფლებას ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, რადგან საპატრიარქო შეზრდილია ხელისუფლებასთან, ეპისკოპატი კი იფხრიწება. საპატრიარქოს დისკრეტიდაცია ურტყამს ხელისუფლებასაც. ძალიან მასშტაბურია საპატრიარქოს სკანდალი, ძალიან კარგად ვხედავთ, უკრაინის ავტოკეფალია აღიარა ალექსანდრიის საპატრიარქომ, ამას მოყვება იერუსალიმი, რუმინეთი. ჩვენი საპატრიარქო რუსებისკენაა, დასავლეთის წინააღმდეგ. ხელისუფლებაც რუსებთან მეტ სიახლოვეს ნახულობს, ეს ჯგუფებიც რუსული ნარატივია, რათა დასავლეთისგან შექმნან მტრის ხატი. ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვული ამბებია. ხელისუფლების საქმე ძალიან ცუდად არის. ხელისუფლებას აწყობს ეს სიბნელე,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 


close დახურვა