![xp1t1tj4vhs5uxq.jpg](/uploads_script/news/thumb_xp1t1tj4vhs5uxq.jpg)
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.