logo
ENG



ბოკერია: ვიქნებით ძალიან პრაგმატულები, რომ ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს

06 მარ 202022:34
3 წუთის საკითხავი
 

„გონივრულ კომპრომისზე წავალთ, ოღონდ გონივრული კომპრომისის ნაწილია პოლიტიკური კომპრომისის დამთავრება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება,“ - ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“  წევრი გიგა ბოკერია გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, თუ ივანიშვილს, აქვს ილუზია, რომ ორი მოთხოვნიდან: პოლიტპატიმრების გათავისუფლებიდან ან საარჩევნო სისტემაზე ერთ-ერთის დაკმაყოფილება მას საერთაშორისო წნეხისგან იხსნის, ძალიან ცდება.

„გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ და ბესიკ თამლიანმა გამოხატეს მოქალაქეობრივი პოზიცია ამ წერილით და ეს ძალიან დასაფასებელია. ვინც გარეთ ვართ ჩვენ მძევლებად არ გამოვაყენებინებთ მეგობრებს და ლიდერებს იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავისას მიაღწიოს. 

ვიქნებით ძალიან პრაგმატულები, რომ ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს და ეს იყო უგულავას გზავნილი. გონივრულ კომპრომისზე წავალთ, ოღონდ გონივრული კომპრომისის ნაწილია პოლიტიკური კომპრომისის დამთავრება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ თუ მას აქვს ილუზია, რომ რომც დათმოს მხოლოდ ერთი კომპონენტი, ან პოლიტპატიმრების გათავისუფლება ან საარჩევნო სისტემა, რომ ეს მას ვერ იხსნის ქვეყნის გარეთ წნეხისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


close დახურვა