ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, დააკავონ. დაპატიმრების ორდერს ქვეყნის ხელისუფლება რამდენიმე დღეში გასცემს.
განცხადება ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ჟანინ ანიესმა მისი წინამორბედის შესახებ არგენტინის საზღვართან, სამხედროებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მისი თქმით, ევო მორალესს შეუძლია სამშობლოში დაბრუნდეს, თუმცა საკუთარი ქმედებების გამო პასუხისგება მოუწევს. ევო მორალესი ამჟამად არგენტინაშია, სადაც ლტოლვილის სტატუსს ელის.