logo
ENG



ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი გადმოიყვანეს

26 მარ 202015:50
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი გადმოიყვანეს, - ამის შესახებ „ფორმულას“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ორსულის მდგომარეობა მძიმე არაა და მას გამოკვლევები უტარდება.

„22 კვირის ორსული ჩამოიყვანეს კორონავირუსით დაინფიცირებული. მისი მდგომარეობა მძიმე არაა და უტარდება გამოკვლევები“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ეს პირველი შემთვევაა საქართველოში, როდესაც კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 78-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.   

ის, რომ ბოლნისში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი დაინფიცირდა, „ფორმულას“ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმაც დაუდასტურა.



close დახურვა