logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსს 38 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლინდა 1597 შემთხვევა

25 სექ 202110:54
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 1597 შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 38 ადამიანი. 

ჩატარდა 34 331 ტესტი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში დადასტურდა 605 360 შემთხვევა, გარდაიცვალა 8 787 ადამიანი. 

დადებითობის 14-დღიანი მაჩვენებელი 6.62%-ია, 7 დღის მაჩვენებელი - 6.17%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 787 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც:

4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 711, აჭარაში - 494, იმერეთში - 948.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 408, აჭარაში - 125, იმერეთში - 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 34, იმერეთში - 32.

906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 - თბილისში, 260 - აჭარაში.

17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე 


close დახურვა