ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი თანხა უნდა გამოუყოს.
"მე ვთხოვ ლიდერებს მხარი დაუჭირონ წინადადებას ევროპული სამშვიდობო ფონდისთვის ახალი ტრანშის გამოყოფას, რათა უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერა და ასევე შეიარაღებული ძალების მომზადება გაგრძელდეს," - თქვა ბორელმა.
24 მაისს, ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება საბოლოოდ დაამტკიცა. უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება ქვეყნისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას, ტანკებსა და არტილერიას მოხმარდა.
ბორელის თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და მისი წევრები მზად არიან უკრაინის დახმარება გააგრძელონ.
"ჩვენ ვაკეთებდით ამას ომის დაწყებიდან და გავაგრძელებთ ბოლომდე," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.